თავში

მინისტრი: საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა

მინისტრი: ​საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა
მინისტრი: საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა

საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე განცხადებას, რომელიც საპატრიარქოს სახელით პატრიარქის პრესსპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა.

„ჩვენ საკმაოდ დიდი ხანია, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იქედან გამომდინარე, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, შეჯერება მომხდარიყო, ვინაიდან ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ხოლო ეკლესია ჩვენი მოქალაქეების სულიერ ჯანმრთელობაზე. აქედან გამომდინარე გამორიცხული იყო, ჩვენ შორის გაუგებრობა მომხდარიყო, მაგრამ ვეძებდით გამოსავლებს, რომელიც იქნებოდა საუკეთესო გამოსავალი, როგორც ჯანდაცვის სისტემისთვის, ასევე ეკლესიისთვის და მისაღები იქნებოდა ჩვენი მრევლისთვის. აქედან გამომდინარე, საპატრიარქოს გადაწყვეტილება ჩემთვის მოულოდნელი არ იყო. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მრევლის და მოქალაქეების მხრიდან ეს ყველაფერი დაცული არ იქნებოდა, ეს „კოვიდ 19“-ის გავრცელების ძალიან დიდ ესკალაციამდე მიგვიყვანდა“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებული ლიტურგია ჩატარდება და მას მრევლი დასწრება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system