თავში

მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, მე მათი მჯერა - გიორგი რურუა

მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, მე მათი მჯერა - გიორგი რურუა
მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, მე მათი მჯერა - გიორგი რურუა

მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას იმისთვის, რასაც აკეთებს. მე მათი მჯერა და მწამს, - ამის შესახებ საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ გიორგი რურუამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ის წელიწადნახევრის განმავლობაში ციხეში ტყუილი ბრალდებით იმყოფებოდა.

როგორც გიორგი რურუა ამბობს, კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია, ნიკა მელიაც მალე გათავისუფლდეს.

"პირველი პუნქტის ნახევარი შესრულდა და კრიზისის დასაძლევად მნიშვნელოვანია რომ მეორე ნახევარიც შესრულდეს და ნიკა მელიამ სასწრაფოდ დატოვოს უკანონო პატიომრობა. წელიწადნახევარი ტყუილად გავატარე აქ, რატომ არ ვიცი. ტყუილი ბრალდებით. ეს დამტკიცდა და მემგონი ყველასთვის ნათელია, ნიშნისმოგებას აღარ ვაპირებ, წინ გავიხედოთ და ვიმუშაოთ რომ ქვეყანა წინ წავიყვანოთ. მინდა, მადლობა ვუთხრა ოპოზიციას, რასაც აკეთებს, მე მათი მჯერა, მწამს, ხელი უნდა შევუწყოთ“, – განაცხადა გიორგი რურუამ.

ცნობისთვის, გიორგი რურუამ გლდანის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

რურუა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს შეიწყალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system