თავში

მისი ერთგულება პატივისცემას იმსახურებს - ხოშტარია სამადაშვილზე

მისი ერთგულება პატივისცემას იმსახურებს - ხოშტარია სამადაშვილზე
მისი ერთგულება პატივისცემას იმსახურებს - ხოშტარია სამადაშვილზე

პოლიტიკური მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ სალომე სამადაშვილის გადაწყვეტილება პირველივე დღიდან თანმიმდევრული და კონსტრუქციული იყო. მისივე შეფასებით, საკუთარი პოზიციის მიმართ მისი ერთგულება პატივისცემას იმსახურებს. 

"სალომე სამადაშვილის პოზიცია ( ჩემგან განსხვავებული) პირველი დღიდან ბოლო დღემდე იყო თანმიმდევრული. არასდროს არ მოუტყუებია და გულწრფელად ჯერა, რომ ქვეყნისთვის სწორი ნაბიჯი გადადგა. გვიკამათია და ვიკამათებთ, მაგრამ ჩემგან ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა მისი ერთდგულება საკუთარი პოზიციის მიმართ"- წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს შორის შეთანხმებას ხელი ორბელიანების სასახლეში მოეწერა. "ნაციონალურმა მოძრაობამ", "ევროპულმა საქართველომ" და "ლეიბორისტულმა პარტიამ ხელმოწერაზე უარი თქვეს.

სალომე სამადაშვილმა, პარტიის გადაწყვეტილების მიუხედავად, შეთანხმებას ხელი ინდივიდუალურად მოაწერა, რასაც მისი თანაგუნდელების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რის შემდეგაც სამადაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ამ გაუგებრობაში მისი ადგილი აღარ არის".

დღეს კი სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ აღარ აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას პარტიის სახელით, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარტიის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღებს, რაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია საპყრობილეს დატოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system