თავში

მისი ფასადური "აღმშენებლობაც" სიყალბე იყო, როგორც დღევანდელი ნიუსების 99% - მამუკა მდინარაძე

მისი ფასადური "აღმშენებლობაც" სიყალბე იყო, როგორც
მისი ფასადური აღმშენებლობაც სიყალბე იყო, როგორც დღევანდელი ნიუსების 99% - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ლიდერი მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის შიმშილობას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი "ფეიკ" შიმშილობა გამოაშკარავდა.

მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს ფანატიკოსებს უწოდებს და აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სამხედრო დამნაშავეა, რომელმაც რუსულ ოკუპაციას ქვეყნის 20% დაუთმო.

კიდევ ერთი ტყუილი გამოაშკარავდა! ალბათ, იშვიათად თუ გახსენდებათ „ფეიკ“ შიმშილობა და ესეც სხვა ტყუილების მთავარი შემკვეთის შესრულებით ვნახეთ. ვამბობდი და მოსალოდნელიც იყო... თუმცა გასაკვირიც არ არის მათგან, ვინც ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარა, შემდეგ რეზოლუციას მხარი დაუჭირა, სადაც ქართველი სამხედროები დაადანაშაულა ომის დაწყებაში და რუსულ იარლიყს სხვას აწებებს! მათგან, ვისი ფასადური „აღმშენებლობაც“ ისეთივე სიყალბე იყო, როგორც მათი ტელევიზიების დღევანდელი „ნიუსების“ 99%! მათგან, ვინც ძალაუფლების შენარჩუნებას და გამყარებას ტოტალური შიშის დანერგვით, ბიზნესის მასიურად წართმევით, მედიის ჩახშობა/მისაკუთრებით და ერთ ხმაში საუბრით, პატიმრების წამებით, ადამიანების ღირსების განადგურებით, მკვლელობებით და მაგიდაზე გადასკოჩილი „ეჭვმიტანილი“ მამაკაცების გაუპატიურებით ცდილობდა!

რამდენიმე დღის წინ ვთქვი, ორმოცდამეერთე დღეს ველოდები, როცა სააკაშვილი (ორმოცდღიანი „შიმშილობის“ ფონზე) ისევ ჯანმრთელად იქნება და სასაცილო მდგომარეობაში აღმოჩნდება-მეთქი. ეს ნათქვამიც გააყალბეს, სიკვდილს ელოდებიანო, - მათი გონება სხვანაირად ვეღარ მუშაობს... ორმოცდამეერთე არა, მაგრამ ოცდამეჩვიდმეტე დღეს გაირკვა, რომ შიმშილობაც კი მორიგი დადგმული „ფეიკია“!

ტყუილებს და ბოროტებასაც თავი რომ დავანებოთ, უმძიმესი სანახავია და თანამედროვე სამყაროში მხოლოდ პუტინის და კიმჩენ ინის შემთხვევაში თუ გაახსენდება ვინმეს ლიდერის (თუ ბელადის) მიმართ ასეთი ფანატიზმი, ლექსების მიძღვნა, გაბზარული, ტირილნარევი ხმა თუ მონოლოგები და ათასი სხვა მესიანისტური დითირამბი! მსგავსი აღარასდროს იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, რომელიც განათლებულ, სამშობლოს მოყვარულ, ეროვნულ და ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებულ მომავალ თაობებს ეკუთვნით!“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system