თავში

მისი პასუხისმგებლობაა, შიმშილობა არავის დაუძალებია - კალაძე სააკაშვილზე

მისი პასუხისმგებლობაა, შიმშილობა არავის დაუძალებია - კალაძე სააკაშვილზე
მისი პასუხისმგებლობაა, შიმშილობა არავის დაუძალებია - კალაძე სააკაშვილზე

თბილისის მერი და "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე თავად არის პასუხისმგებელი, რადგან მისთვის შიმშილობა არავის დაუძალებია.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საჭიროების შემთხვევაში სააკაშვილს სხვა პაციენტების მსგავსად მიხედავენ.

"პასუხისმგებლობა, პირველ რიგში, ეკისრება სააკაშვილს, რადგან მისთვის არავის დაუძალებია შიმშილობა. საკვებიც არის, პროდუქტებიც არის, შეუძლია, მიიღოს. თუ რამე საჭიროება იქნება, აუცილებლობა იქნება, რომ მოხდეს მისი ჰოსპიტალიზაცია, ეს ნაბიჯი აუცილებლად გადაიდგმება და მიეხედება ისე, როგორც სხვა დანარჩენ პატიმრებს", - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system