თავში

მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან - ირაკლი ღარიბაშვილი

მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან - ირაკლი ღარიბაშვილი
მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან - ირაკლი ღარიბაშვილი

მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და მას ძალიან კარგი და ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა აქვთ ჩამოყალიბებული.

"მივემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ და ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს ჩამოყალიბებული. ნდობა გვაქვს, რაც მთავარია და როცა ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ნდობა არსებობს, იქ ყველა საკითხი შესაბამისად გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ თბილისში იმყოფებოდა და მეც ვაპირებ უახლოეს მომავალში სომხეთში ჩასვლას. მე ამ მიმართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და სასარგებლო როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის",- განცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით, დღეს, 29 სექტემბერს ესტუმრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system