თავში

"მივიღე მძიმე გადაწყვეტილება" - ლევან ვასაძე

"მივიღე მძიმე გადაწყვეტილება" - ლევან ვასაძე
მივიღე მძიმე გადაწყვეტილება - ლევან ვასაძე

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ვასაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს განუცხადა.

მისი თქმით, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა. როგორც ვასაძე აღნიშნავს, გადაწყვეტილების მიზეზი არის ის, რომ ქვეყანა პერმანტენტულ კრიზისში იმყოფება. 

„მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელ, კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი, შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. გადაწყვეტილების მიზეზად გახდა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძის ორგანიზაციას ერი ერქმევა, რაც "ერთობა, რაობა, იმედის" აბრევიატურას წარმოადგენს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system