თავში

"მივიღე რწმუნება, რომ NATO არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში"- ზალკალიანი

"მივიღე რწმუნება, რომ NATO არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში"- ზალკალიანი
მივიღე რწმუნება, რომ NATO არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში- ზალკალიანი

"ის ფაქტი რომ, საქართველოს თემატიკა მუდმივად ჟღერდება მაღალი დონის შეხვედრებზე, მათ შორის საჯარო გამოსვლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმაც არაერთხელ ახსენა საქართველო უსაფრთხოების საერთო, გლობალურ კონტექსტში, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი პარტნიორებისთვის საქართველოსთან თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა და ჩვენი საკითხების აქტუალიზაცია რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის დღის წესრიგში არის უაღრესად პრიორიტეტული", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი საქართველოს მიმართ პარტნიორების მხრიდან მუდმივი ყურადღების დასტურია. 

საქართველოს პირველი დიპლომატის თქმით, საუბრისას დეტალურად იქნა განხილული რუსეთსა და ნატოელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

"მე დღეს კიდევ ერთხელ მივიღე რწმუნება NATO-ს გენერალური მდივნის მოადგილისგან, რომ NATO არ აპირებს პოზიციების გადახედვას საქართველოსთან მიმართებაში, რომ ის არის თანმიმდევრული მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და რომ ევროპული უსაფრთხოება დაფუძნებულია პარტნიორების უსაფრთხოებაზე", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხზე მომავალშიც გაგრძელდება მჭიდრო კომუნიკაცია პარტნიორებთან და უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სხვადასხვა სახის შემდგომი აქტივობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system