თავში

მივმართეთ ვენეციის კომისიას და გვაქვს ძალიან პოზიტიური დასკვნა- არჩილ თალაკვაძე

მივმართეთ ვენეციის კომისიას და გვაქვს ძალიან პოზიტიური დასკვნა- არჩილ თალაკვაძე
მივმართეთ ვენეციის კომისიას და გვაქვს ძალიან პოზიტიური დასკვნა- არჩილ თალაკვაძე

"რეფორმის შემდეგი ეტაპი ცალსახად მოემსახურება იმას, რომ არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს",- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პროცესი კიდევ უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.

„მოვამზადეთ პროექტი, რომელიც პრაქტიკულად ფარავს ყველა ძირითად მიმართულებას, რომელზეც გამოთქმული იყო რეკომენდაციები წინა არჩევნების შემდეგ. ახლა, როდესაც შარლ მიშელის დოკუმენტი გაფორმდა, ჩვენ, ხელმომწერ ოპოზიციასთან ერთად, კიდევ რამდენიმე სამუშაო შეხვედრას გავმართავთ, რათა მოხდეს იმ მოსაზრებებისა და არგუმენტების საბოლოო კონსოლიდაცია, რომელიც შეთანხმების გაფორმების მომენტში არსებობდა. ჩვენ ასევე მივმართეთ ვენეციის კომისიას და გვაქვს ძალიან პოზიტიური დასკვნა. პროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბებამდე ჩვენ კიდევ ერთხელ ვკითხავთ აზრს მათ და ყველა დაინტერესებულ მხარეს. ასე რომ, საარჩევნო რეფორმის შემდეგი ეტაპი ცალსახად მოემსახურება იმას, რომ არჩევნების მიმართ ნდობა გაიზარდოს, შემოვიტანოთ ახალი ტექნოლოგიები და პროცესი გახდეს კიდევ უფრო გამჭვირვალე“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საპარლამენტო ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ონსულტაციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. მხარეებმა შეჯერებული პოზიცია ვენეციის კომისიას მომავალ კვირაში უნდა გადაუგზავნონ.

აღნიშნული საკითხი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ერთ-ერთი პუნქტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system