თავში

ელჩების კონფერენციის ფარგლებში სესია - საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა“ გაიმართა

ელჩების კონფერენციის ფარგლებში სესია - საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა“ გაიმართა
ელჩების კონფერენციის ფარგლებში სესია - საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა“ გაიმართა

საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, სესია - „საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობა“ გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

ქართველმა დიპლომატებმა განიხილეს შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს, როგორც ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანას, აძლევს საშუალებას თავისი წვლილი შეიტანოს ორგანიზაციის სამი ძირითადი ღირებულების - დემოკრატია, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობა - დაცვაში. სესიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე და მათ მნიშვნელობაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს საქართელოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტების ეფექტური იმპლემენტაციის ხედვები.

ყურადღება ასევე გამახვილდა ევროპის საბჭოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და მათი გადალახვის გზებზე.

სესიაზე საუბარი შეეხო ეროვნულ დონეზე საქართველოს წარმატებულ თანამშრომლობას როგორც ევროპის საბჭოსთან ასევე ევროპის საბჭოს საპარალემნტო ასაბლეასთან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system