თავში

მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას - ღარიბაშვილი

მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას - ღარიბაშვილი
მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას - ღარიბაშვილი

მე მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, "ქართული ოცნების" საარჩევნო კლიპის პრეზენტაციაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს ერთადერთი პოლიტიკური ძალა "ქართული ოცნებაა", რომელსაც ქვეყნის პროგრესი და განვითარება შეუძლია.

"ეს დღე სიმბოლურია, ვინაიდან, გვაერთიანებს ის ტკივილი და დროებითი მოუშუშებელი იარა, რომელიც სოხუმის დაცემამ მოგვაყენა ჩვენ, ყველა თაობის წარმომადგენელს, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ კარგად გვახსოვს და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა გავიხსენოთ ეს დღე და სწორედ ამ სულისკვეთებით, უკეთესი მომავლის რწმენით უნდა ვისაუბროთ მომავალზე, ვინაიდან, ჩვენი მომავალი არის ნათელი, ჩვენ ღრმად გვწამს და გვჯერა, რომ ერთ დღეს გაერთიანდება ჩვენი ქვეყანა, ვიქნებით ერთიანი, ძლიერი, მტკიცე სახელმწიფო, რომელიც ჩვენს ხალხს, ჩვენს ერს გააერთიანებს.

მე მჯერა, რომ ჩვენ 2 ოქტომბერს ვიზეიმებთ გამარჯვებას, ვინაიდან, "ქართულ ოცნებას", რა თქმა უნდა, ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენს ხალხს სჭირდება მშვიდობა, სტაბილურობა, გაერთიანება და რაც მთავარია, განვითარება. ერთადერთი პოლიტიკური ძალა დღეს, ვისაც ძალუძს სწორედ ეს განვითარება, წინსვლა და პროგრესი შემოიტანოს, არის ჩვენი გუნდი – "ქართული ოცნება", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system