"ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს", - ეს განცხადება პარტია "ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ანზორ ბიწაძემ გააკეთა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში მან განაცხადა, რომ ოპოზიციის უდიდეს ნაწილთან კოორდინაციას გეგმავს და თვლის, რომ აუცილებლობაა წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვა მთელი საქართველოს მასშტაბით.
"ჩვენ ვართ მომხრე, იყოს რაც შეიძლება დიდი ოპოზიციური ერთობა. სხვანაირად ვერ მოხერხდება ოლიგარქის დამარცხება, ეს ჩვენ კარგად გვესმის. სამწუხაროდ, ოპოზიციაში არიან ცალკეული სუბიექტები, რომლებსაც უბრალოდ აღარ სურთ ვადამდელი არჩევნები. ეს მათი მხრიდან შეცდომაა, რადგან ქვეყანას სჭირდება ვადამდელი არჩევნები. ჩვენ მხარს დავუჭერთ ერთიან კანდიდატს", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.