თავში

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას" - ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება

"მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას" - ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება
მხარს დავუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას - ევროკავშირისა და აშშ-ის ერთობლივი განცხადება

მხარს ვუჭერთ საქართველოს რეფორმების გზას, გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას, მდგრადობასა და სტაბილურობას, – ამის შესახებ ევროკავშირი-აშშ-ის სამიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

"მოწადინებული ვართ, გავაგრძელოთ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორების სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და მხარს დავუჭერთ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის რეფორმების გზას. გადაწყვეტილი გვაქვს, მივაღწიოთ სამხრეთ კავკასიაში გრძელვადიან მშვიდობას, მდგრადობასა და სტაბილურობას.

ვგმობთ რუსეთის განგრძობად ქმედებებს, რომელიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად", – ნათქვამია განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system