თავში

მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას - ჩავუშოღლუ

მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას - ჩავუშოღლუ
მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას - ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის გაღრმავებას.

„ჩვენ ყოველთვის ღიად ვაცხადებთ საქართველოსთან დაკავშირებით ჩვენს პოზიციას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. ჩვენ ყოველთვის მკაფიოდ ვამბობთ საქართველო - NATO-ს ურთიერთობებისა და საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ ჩვენს მოსაზრებას“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

დავით ზალკალიანი თურქ კოლეგას ანკარაში, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system