თავში

მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს - გიორგი ხვედელიანი

მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს - გიორგ
მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს - გიორგი ხვედელიანი

„ყველაფერი ის, რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდებში აკეთებს, არის უკანონო, მან საკუთარ სახლში მისასვლელი გზებიც კი გადაუკეტა პროტესტანტებს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ხვედელიანმა განაცხადა. 

ხვედელიანის თქმით, ადამიანებს, რომლებიც ნამახვანჰესის წინააღმდეგ გამოვიდნენ, სრულ მხარდაჭერას უცხადებენ.

"ყველაფერი ის, რასაც ხელისუფლება ბოლო პერიოდებში აკეთებს, არის უკანონო, მან საკუთარ სახლში მისასვლელი გზებიც კი გადაუკეტა პროტესტანტებს, ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფოს მიმართ სწორი მოთხოვნები აქვთ. ჩვენ მხარს ვუჭერთ ნამახვანჰესის წინააღმდეგ მებრძოლ ადამიანებს, მათ უნდა იცოდნენ ჩვენი პოზიცია, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულების მიუხედავად, ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მათ ბრძოლას მივიჩნევთ სამართლიანად, ჩვენი მხარდაჭერა იქნება იმგვარი, როგორიც მათ დასჭირდებათ.

ყველა ნეიტრალური არბიტრი ამბობს და ადასტურებს, რომ ნამახვაჰესის დღევანდელი პროექტი, რომელსაც გვთავაზობს სახელმწიფო, არ არის ჩვენი სახელმწიფოსთვის მომგებიანი. სიძულვილის ენა, რომელსაც სახელმწიფო ამ ადამიანების წინააღმდეგ ახორციელებს, ძალოვანი უწყებები ყოველდღიურად პროვოკაციებს გეგმავენ ამ ადამიანების წინააღმდეგ, არის სრულად მიუღებელი და ამ მორალურ კატასტროფაში მყოფ პოლიტიკურ სისტემას ძალიან ადეკვატური პასუხი გასცა როგორც მაკა სულაძემ, ასევე ვარლამ გოლეთიანმა, რომლებმაც მორალურ კრიზისში მყოფ სისტემას დაანახეს, როგორ გამოიყურება ღირსება. აქედან გამომდინარე, მათ ექნებათ ჩვენი სრული მხარდაჭერა," - განაცხადა გიორგი ხვედელიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system