თავში

"მკურნალობის მიზნით თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში" - რატი ბრეგაძე

"მკურნალობის მიზნით თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში" - რატი ბრეგაძე
მკურნალობის მიზნით თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში - რატი ბრეგაძე

"თავდაცვის მინისტრის მოადგილეობის დროს მკურნალობის მიზნით თავად ვიმყოფებოდი გორის ჰოსპიტალში; ეს არის ნამდვილად არაჩვეულებრივი, პატრიოტი ადამიანებისაგან დაკომპლექტებული სამედიცინო დაწესებულება",  – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ჰოსპიტალის მედპერსონალი პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.

"ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ისინი მოქმედებენ ყოველთვის პაციენტის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მინისტრის თქმით, ყოველგვარი სპეკულაცია იმის შესახებ, რომ თითქოსდა სამედიცინო პერსონალმა შეიძლება იქ მიიღოს არასწორი გადაწყვეტილება, სირცხვილია.

"ყოველთვის უნდა ახსოვდეს მათ, ვინც მსგავსი ტყუილების გავრცელებას ცდილობს, თუ რას ემსახურებოდა ეს ხალხი 2008 წლის ომიდან დაწყებული დღემდე. ისინი ემსახურებიან ჩვენს ჯარს, რომელიც ძალიან გვეამაყება, და ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ შეიკავოს თავი ყოველგვარი სპეკულაციისაგან. და მე რომ ვიყო მათი ადვოკატების ადგილზე, ძალიან დიდ მადლობას გადავუხდიდი იმ მკურნალობისა და ღვაწლისთვის, რაც გამოიჩინეს კონკრეტულად ამ პატიმრის მიმართ. ეტყობა, ეს არის მადლიერების ახალი ფორმა, რომელსაც მიმართავენ, სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, დღეს ნიკა გვარამიამ მედიას გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის, ნინო გოგორიშვილის გამოკითხვის ოქმი გააცნო.

მოგვიანებით გოგორიშვილმა განაცხადა, რომ გვარამიამ ის შეცდომაში შეიყვანა და ჩვენებიდან გარკვეული ეპიზოდები საკუთარი ინტერპრეტაციით განავრცო.

მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმის განცხადებას ნიკა გვარამია გამოეხმაურა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system