
დღეს "ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატი მესტიაში დაასახელა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება.
წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. მან ეპიდვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.
პრემიერმა ასევე მესტიაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას გაუსხვა ხაზი და ახალი საბაგიროს მშენებლობა დააანონსა.