თავში

მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება - კარლ ჰარცელი

მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება - კარლ ჰარცელი
მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ფოკუსირება - კარლ ჰარცელი

ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„როგორც იცით, მე დამოკიდებული ვარ დიდწილად მნიშვნელოვან აქტორებზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე თვალყურის დევნებისთვის. მსურს, ხაზი გავუსვა იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს სახალხო დამცველის მუშაობას, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის საქმის მონიტორინგთან და მისი უფლებების დაცვასთან დაკავშირებით მის როლს. ეს ასევე ეხება ობიექტური სამედიცინო რჩევის საჭიროებას, მისი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებისთვის და ასევე, რეკომენდაციების შესრულების საჭიროებას. ეს არის აბსოლუტურად გადამწყვეტი. ვფიქრობ, ის, რაც ვიხილეთ ბოლო 24 საათში, არის კიდევ ერთი შეხსენება, რომ მნიშვნელოვანია, ფოკუსირება მოხდეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც არის ასევე ევროკავშირისთვის შეშფოთების მიზეზი. როდესაც საქმე ეხება ამჟამინდელ სიტუაციას, მჯერა, დროულია, რომ ჩიხიდან და დებატებიდან მოხდეს შესაბამის ქმედებებზე გადასვლა, რათა შექმნილი სიტუაცია მოგვარდეს ეროვნული და საერთაშორისო უფლებებისა და ვალდებულებების საფუძველზე“, – განაცხადა ჰარცელმა.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

შეგახსენებთ, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system