თავში

პრემიერი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს

პრემიერი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს
პრემიერი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი აშშ-საქართველოს ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებულ ორპარტიულ „საქართველოს მხარდამჭერ აქტს“ ეხმაურება.

,,მინდა, ქართველი ხალხის სახელით მადლობა გადავუხადო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატას საქართველოს მხარდამჭერი აქტის მიღებისთვის. ეს წარმოადგენს საქართველოსთან დაკავშირებულ პირველ დამოუკიდებელ კანონს, რომლის წყალობითაც ჩვენი პარტნიორობა ახალ საფეხურზე გადადის. ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ყველაზე მჭიდრო მოკავშირეა. საქართველოს მხარდამჭერი აქტი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვის, ეკონომიკისა და კიბერუსაფრთხოების სფეროებში ურთიერთობებს მნიშვნელოვნად აძლიერებს. ამერიკის შეერთებულ შტატებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს მეტი სამუშაო ადგილის შექმნაში, ძლიერი საშუალო ფენის ჩამოყალიბებასა და მდგრადი უსაფრთხოების შენარჩუნებაში დაეხმარება“, – წერს გიორგი გახარია „ტვიტერზე“.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ერთსულოვნად დაამტკიცა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system