თავში

მნიშვნელოვანი მიღწევაა - რას წერს ბრიტანეთის ელჩი

მნიშვნელოვანი მიღწევაა - რას წერს ბრიტანეთის ელჩი
მნიშვნელოვანი მიღწევაა - რას წერს ბრიტანეთის ელჩი

ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის დაწყებას ეხმაურება.

როგორც დიპლომატი სოციალურ ქსელში წერს, ვაქცინაციის დაწყება პანდემიასთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი მიღწევაა.

,,საქართველოში COVAX პლატფორმის მეშვეობით COVID-19-ის ვაქცინების პირველი დოზა ჩამოვიდა. COVAX-ის მიზანია, ვაქცინები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს, ვამაყობ, რომ დიდი ბრიტანეთი COVAX-ის უმსხვილესი კონტრიბუტორია. ვაქცინაციის დაწყება მნიშვნელოვანი მიღწევაა პანდემიასთან ბრძოლის საქმეში“, – წერს საქართველოში ბრიტანეთის ელჩი „ტვიტერის“ გვერდზე.

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დღეს დაიწყო. ვაქცინა გაიკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ, ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ და სხვ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system