თავში

მობრძანდნენ, ვისაუბროთ, ვეპატიჟები - მდინარაძე ოპოზიციას

მობრძანდნენ, ვისაუბროთ, ვეპატიჟები - მდინარაძე ოპოზიციას
მობრძანდნენ, ვისაუბროთ, ვეპატიჟები - მდინარაძე ოპოზიციას

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ოპოზიციას კომპრომისული ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს.

მამუკა მდინარაძის თქმით, ეს ახლო მომავალში უნდა მოხდეს. 

"მობრძანდნენ, ვისაუბროთ, ვეპატიჟები. თქვენ, ვიზუალურად გნებავთ, რომ მაგიდასთან დავსხდეთ და ისე შევთავაზოთ მოლაპარაკება?! კიდევ ერთხელ გავიმეორებ, „ქართულმა ოცნებამ“ უკვე არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ნებისმიერ მათგანს, მინიმუმ ოთხი- ხუთი პუნქტი შეიძლება ჩამოვთვალოთ, ჰქვია კომპრომისული ნაბიჯები, მათ შორის, საარჩევნო რეფორმა, კომისია და ა.შ. არცერთი სიტყვა ჯერჯერობით ოპოზიციისგან ჩვენ არ მოგვისმენია, რა კომპრომისზე მოდიან ისინი. ერთადერთი, რაც მათ თქვეს, არის პლებისციტი და უბრალოდ, ლოგიკასთან ახლოსაც კი არ არის. არ შეიძლება პლებისციტით მოახდინო ამომრჩევლის ნების რევიზია. ამას აყენებენ წმინდა ფორმალური თვალსაზრისით. პლებისციტი კი არა, რიგგარეშე არჩევნებზე მივყვებით თუ 1%-იან ცდომილებას მაინც ნახავენ არჩევნების შედეგებში, მაგრამ ნებისმიერი რაციონალური, პრაგმატული, კომპრომისული წინადადების შემთხვევაში, ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ მივაღწევთ შეთანხმებას. მათ ასეთი წინადადება ჯერჯერობით არ უთქვამთ დღესაც, ჩვენ მათ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვეპატიჟებით და ვთხოვთ, რომ მიიღონ პრაგმატული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. ეს უკვე ახლო მომავალში უნდა იყოს. რამდენიმე დღეში ველოდებით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system