თავში

"მოძრაობა საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს და ორკვირიან ვადას აძლევს

"მოძრაობა საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს და ორკვირიან ვადას აძლევს
მოძრაობა საქართველოსთვის ხელისუფლებას მოთხოვნებს უყენებს და ორკვირიან ვადას აძლევს

ორგანიზაცია „მოძრაობა საქართველოსთვის“ ხელისუფლებას სამი მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის ორკვირიან ვადას აძლევს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავს.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ „მოძრაობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა, ალიკა კუპრავამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ორგანიზაციის მოთხოვნებია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ცესკო-ს რეფორმირება.

ამ დროისთვის, პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი, რომელშიც ოპოზიციის მომხრეები იმყოფებიან.

ცნობისთვის, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა და ორგანიზატორებმა დღეს კარვები გზის სავალ ნაწილზე გაშალეს. პოლიციამ მათ კონსტრუქციების დაშლა, ან ტროტუარზე გადატანა მოსთხოვა და ამისთვის გონივრული ვადა - 40 წუთი მისცა, რის შემდეგაც კარვები ტროტუარზე გადაიტანეს

შეგახსენებთ, რომ დღეს ოპოზიციური პარტიის წევრებმა ფილარმონიიდან პარლამენტის შენობასთან მსვლელობა გამართეს. ისინი ნიკა მელიას გათავისუფლებას და ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system