თავში

მოეშვას მაიმუნობას და კლოუნადას - თარხნიშვილი

მოეშვას მაიმუნობას და კლოუნადას - თარხნიშვილი
მოეშვას მაიმუნობას და კლოუნადას - თარხნიშვილი

"ქართული ოცნება" რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ლევან თარხნიშვილმა განაცხადა.

თარხნიშვილის თქმით, რეალობა არის ის, რომ ქვეყანა ღრმა კრიზისშია და ამ კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ფუნდამენტურ ცვლილებებს შეუძლია. 

"ქართული ოცნება“ ზოგადად ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდა რა უნდა, რადგან ერთი მხრივ, მისი ლიდერები აცხადებდნენ, რომ უკვე აქვთ მრავალპარტიული პარლამენტი და შესაბამისად, ოპოზიცია შიგნით არ ესაჭიროებათ, მეორე მხრივ, ყველაფერს აკეთებენ და იყენებენ ყველა ბერკეტს, რომ რაც შეიძლება მეტი ოპოზიციის წარმომადგენელი შეიყვანონ როგორმე პარლამენტში. რეალობა არის სულ სხვა, რეალობა არის ის, რომ ქვეყანა არის ღრმა კრიზისში და ამ კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია მხოლოდ ფუნდამენტურ ცვლილებებს, რომლებიც გულისხმობს ახალ არჩევნებს, თვისობრივად ახალ საარჩევნო გარემოს და თვისობრივად ახალ საარჩევნო ადმინისტრაციას, ასევე პოლიტპატიმრების განთავისუფლებას და პოლიტიკური დევნის შეწყვეტას. ეს ერთად და კომპლექსურად თუ არ გაკეთდა, ვერავითარი 0%-იანი ბარიერი და კოსმეტიკური ცვლილებები საქმეს ვერ უშველის. შესაბამისად, არც "ევროპული საქართველო" და არც სხვა ოპოზიციური ძალები არ აპირებენ ამაში მონაწილეობის მიღებას, "ქართული ოცნება" კი რაც უფრო მალე აღიარებს არსებულ რეალობას და შეეშვება მაიმუნობას და კლოუნადას, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის", – განაცხადა თარხნიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system