თავში

მოგვენატრება დღეში 100 გარდაცვლილი, შავი სექტემბერი გველოდება - გიორგი ჩალაძე

მოგვენატრება დღეში 100 გარდაცვლილი, შავი სექტემბერი გველოდება - გიორგი ჩალაძე
მოგვენატრება დღეში 100 გარდაცვლილი, შავი სექტემბერი გველოდება - გიორგი ჩალაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და გენეტიკის ლაბორატორიის დირექტორი გიორგი ჩალაძე ამბობს, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება კიდევ დამძიმდება და კოვიდით გარდაცვლილთა დღიური რაოდენობა 100-ს გადააჭარბებს. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" არჩევნების შემდეგ ხალხის გამოკეტვა სურს. 

"ერთ კვირაში, 10 დღეში, მოგვენატრება 100 კაცამდე გარდაცვლილი, პირდაპირი გაგებით, შავი სექტემბერი გველოდება საქართველოში ადამიანები ამოწყდებიან, ამოწყდებიან პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რომელიც მიღებულია "ქართული ოცნების" მიერ. 

არჩევნები დამთავრდება თუ არა, ჩვენ ვიხილავთ რეალურ სურათ, ამათი იდეაა, პირველი - შეგვკეტოს სახლებში შიშით, მეორე - გაწყვიტოს რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, მესამე - ხელი შეუშალოს მოქალაქეებს მივიდეს და ხმა მისცეს და მეოთხე - ვინც კი დარჩენილია ბიზნესში ისინიც ჩაისვას ჯიბეში, რომ ვერავინ ხმა ვერ ამოიღოს", - თქვა ენმ-ს წევრმა, გიორგი ჩალაძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system