თავში

შეხვედრაზე ჩარჩო დოკუმენტი შედგა, რომელიც 6 საკითხს მოიცავს - ბაქრაძე

შეხვედრაზე ჩარჩო დოკუმენტი შედგა, რომელიც 6 საკითხს მოიცავს - ბაქრაძე
შეხვედრაზე ჩარჩო დოკუმენტი შედგა, რომელიც 6 საკითხს მოიცავს - ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე ჩარჩო დოკუმენტი შედგა, რომელიც 6 საკითხს მოიცავს.

,,ცალსახად კარგია, რომ გაჩნდა სივრცე შეხვედრისთვის, ურთიერთობისთვის და დიალოგისთვის. ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ამ დიალოგში განსახილველ საკითხებში მაგიდაზე დევს ყველა საკითხი, მათ შორის პატიმრების გათავისუფლება, მათ შორის რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო რეფორმა, სასამართლოს რეფორმა და ყველა ის საკითხი, რომელიც საქართველოში მნიშვნელოვანია პოლიტიკური კრიზისის ნორმალიზაციისთვის.

დღევანდელ შეხვედრაზე მოლოდინი არ უნდა გვქონოდა, რომ ერთ შეხვედრაზე შედგებოდა რამეზე შეთანხმება, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევთანხმდით განსახილველი საკითხების ჩარჩოზე.

მოლოდინი, რომ დღევანდელ შეხვედრაზე რაიმე, ან ყველაფერი შეთანხმდებოდა, არ უნდა ყოფილიყო",- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ნობისთვის, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის დიალოგი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ორგანიზებით გაიმართა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system