თავში

მოხარული ვარ, რომ "ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას - ჰუბერტ ქნირში

მოხარული ვარ, რომ "ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანი
მოხარული ვარ, რომ ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას - ჰუბერტ ქნირში

"მოხარული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ დაეთანხმა დანიელსონის გეგმას. გეგმის ცალკეული პუნქტები კარგ ნაბიჯებს წარმოადგენს საქართველოში დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის შემდგომი განვითარებისათვის", - ამის შესახებ გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა განაცხადა. 

მისი თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის შუამავლობა მხარეებს შანსს აძლევს, ღირსეულად შეთანხმდნენ და პოლიტიკური პროცესი სხვისი დახმარების გარეშე გააგრძელონ.

"ყველა ძალამ, რომელსაც სურს, შეასრულოს თავისი პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავლისა და მისი ევროპული გზის წინაშე, ახლა უნდა გამოიყენოს ეს შესაძლებლობა“, – განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდი დღეს გაიმართება. მას ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩები საქართველოში კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი დაესწრებიან. 

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა. პარტიის ლიდერებმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ დაადასტურეს, რომ შეთავაზებულ საკითხებს ეთანხმებიან და მზად არიან ოპოზიციურ პარტიებთან ერთად პარლამენტში გააგრძელონ მუშაობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system