თავში

მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე მასში არ მონაწილეობს მელია - უგულავა

მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე მასში არ მონაწილეობს მელია
მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი, ვიდრე მასში არ მონაწილეობს მელია - უგულავა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, მელიას მონაწილეობის გარეშე, მოლაპარაკებები ვერ იქნება სრულფასოვანი. 

მისივე თქმით, ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, რომ  "ქართულ ოცნებას" არ ჰქონდეს გადაბრალების და თავის დაძვრენის საბაბი იმ ვალდებულებებისგან, რაც მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინაშე აიღეს,

"მოლაპარაკება ვერ იქნება სრულფასოვანი მანამ, ვიდრე მასში არ მონაწილეობს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. ეს უმნიშვნელოვანეს საკითხად რჩება და ბუნებრივია, პოლიტიკური პატიმრებისა და რიგგარეშე არჩევნების საკითხი არის მთავარი საკითხი, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ და ველოდებით შემხვედრ ნაბიჯებს. შემხვედრი ნაბიჯი, ჩემი აზრით, დაგვიანებულიც არის, იმიტომ, რომ 16 მარტს, როცა ბრიუსელში საქართველოს ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება, ქართული მხარე კონკრეტული წინადადებებით უნდა წარსდგეს. ამ წინადადებებს სჭირდება გავლა, დამუშავება, შეჯერება, შესაბამისად დრო არის ძალიან ცოტა. ყველამ ნერვები უნდა მოვთოკოთ და დავსხდეთ მაგიდასთან, იმისთვის, რომ შედეგი იყოს ძალიან კონკრეტული. შედეგში იგულისხმება პირველ რიგში პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები ან არჩევნებთან მისასვლელი გზა, რომელიც მისაღები იქნება მხარეებისთვის. იმისთვის, რომ „ქართულ ოცნებას“ არ ჰქონდეს გადაბრალების და თავის დაძვრენის საბაბი იმ ვალდებულებებისგან, რაც მათ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის წინაშე აიღეს, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე ტიპის სალაპარაკო არ ჰქონდეს. ჩვენ ვნახეთ მათი რიტორიკა გუშინ, რაღაც კოლექტიური კაკაფონია, გადაბრალება ჩვენზე. მინდა განვმარტო 6-ვე საკითხი, რომელიც წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მაგიდაზე, მანვე დაურიგა ყველა მონაწილეს, მათ შორის მისცა ბატონ ღარიბაშვილსაც. აქ არ არის პრიორიტეტებზე საუბარი, 6-ვე საკითხი პრიორიტეტულია არა უკვე ფასილიტატორის, არამედ, მედიატორისთვის." - განაცხადა გიგი უგულავამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system