თავში

მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? ვინც გინდა ის დაჯდეს - ელენე ხოშტარია

მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? ვინც გ
მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? ვინც გინდა ის დაჯდეს - ელენე ხოშტარია

"ბიძინა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებზე, არ დავსხდებით? მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? უკვე ქაღალდზე წერია, რომ არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა, ის დაჯდეს", – ამის შესახებ ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს.

პოლიტიკოსის შეფასებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, რომელი კონკრეტული პირიც არ უნდა დაჯდეს მაგიდასთან მეორე მხრიდან.

ბიძინა რომ მოვიდეს მოლაპარაკებებზე, არ დავჯდებით? მოლაპარაკებები რამე სასიყვარულო სცენაა? მათი წასვლის შესახებ ლაპარაკზეა, რიგგარეშეზე, თან წერია უკვე ქაღალდზე, რომ არჩევნების თემაზეა და ვინც გინდა ის დაჯდეს. ოღონდ ღარიბაშვილი რა მართლა პრემიერია? თუ ერთადერთი დამნაშავეა? თუ თავია ამ ყველაფრის? მათთან ურთიერთობა წარმოუდგენელია და წასვლაზე მოლაპარაკებები აუცილებელი!“, – წერს ელენე ხოშტარია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system