თავში

მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ხოშტარია

მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ხოშტარია
მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს - ხოშტარია

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში წერს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები პრინციპულ საკითხებს არ დათმობენ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილი არ იღებს.

„არაფერს დავთმობთ პრინციპულს, პოლიტპატიმრები გამოვლენ და ვადამდელი იქნება. დანარჩენი ტაქტიკის ამბავია, რომელიც ჩვენ კისერზე და ტყავზე გადადის. მოლაპარაკებებში გადაწყვეტილებებს მიხეილ სააკაშვილი არ იღებს“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუქში“.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ პლებისციტზე დათანხმება არ შეიძლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system