თავში

მოლოდინი არის ძალიან მაღალი - სამადაშვილი

მოლოდინი არის ძალიან მაღალი - სამადაშვილი

ახალი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ, მოლოდინი არის ძალიან მაღალი, რომ შეთანხმება შედგეს, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, თუ "ქართული ოცნება" მოლაპარაკების ამ პროცესსაც ჩიხში შეიყვანს, ისინი დასავლელი პარტნიორებისგან საკადრის პასუხს მიიღებენ. 

"პოლიტპატიმრების თემასთან დაკავშირებით, ბევრად უკეთესად გამოიკვეთა ამ დოკუმენტში ორივე პატიმრის, გიორგი რურუასა და ნიკა მელიას გათავისუფლების შესაბამისი შესაძლო გზა. ამავე დროს, ამ დოკუმენტში არის დაფიქსირებული ვადამდელი არჩევნების დანიშვნის ფორმულა. მოლოდინი არის ძალიან მაღალი, რომ შეთანხმება შედგეს. თუ "ქართული ოცნება" ამ მოლაპარაკების პროცესს ჩიხში შეიყვანს, ვფიქრობ, რომ ამაზე საკადრის პასუხს მიიღებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ცნობისთვის, 18 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, საქართველოს პარლამენტის არჩეულ წევრებს, საქართველოს სამომავლო გზასთან დაკავშირებით ახალი დოკუმენტი წარუდგინა. მიშელის განახლებული დოკუმენტი, ხუთ პუნქტს ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system