თავში

მოლოდინია, რომ იანვრის ბოლომდე მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი შედგება - ჩიხლაძე

მოლოდინია, რომ იანვრის ბოლომდე მოლაპარაკებების მე-
მოლოდინია, რომ იანვრის ბოლომდე მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი შედგება - ჩიხლაძე

მოლოდინი გვაქვს, რომ იანვრის ბოლომდე მოლაპარაკებების მე-5 რაუნდი შედგება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძის თქმით, ოპოზიცია იმედოვნებს, რომ არსებული მძიმე პოლიტიკური კრიზისიდან გამომდინარე, ხელისუფლება მოლაპარაკებებზე უფრო აქტიურად წამოვა. 

"ახალი ინფორმაცია, როდის შედგება მორიგი რაუნდი, არ გვაქვს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ იანვრის ბოლომდე ეს უნდა შედგეს. ველოდებით "ქართული ოცნების" პასუხს და ნაბიჯებს. ხელისუფლებას ჯერ არ გამოუხატავს მზაობა,ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ კრიზისის სიმძიმიდან გამომდინარე, ხელისუფლება უფრო აქტიურად წამოვა მოლაპარაკებაზე", - განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციურ პარტიებსა და ხელისულებას შორის, შუამავლებთან ერთად მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა, ასევე ჩანიშნული იყო მეხუთე შეხვედრაც, თუმცა მოლაპარაკებები ჩაიშალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system