თავში

,,მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას" - გერმანიის საელჩო

,,მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას" - გერმანიის საელჩო
,,მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას - გერმანიის საელჩო

საქართველოში გერმანიის საელჩო ,,კოვაქსის" ვაქცინასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშული, გერმანია და ევროკავშირი „კოვაქსის“ ყველაზე დიდი დონორები არიან და მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებენ.

,,თებერვლის განმავლობაში საერთაშორისო პლატფორმა COVAX-ის მეშვეობით მსოფლიოში პირველი კოვიდ-ვაქცინები უნდა დაიგზავნოს, მათ შორის საქართველოშიც. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია მსოფლიოში პანდემიის დასამარცხებლად. გერმანია და ევროკავშირი ეხმარებიან COVAX-ს მისი დაარსების დღიდან და ისინი მის ყველაზე დიდ დონორებს მიეკუთვნებიან. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას", - აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system