თავში

მომდევნო წლებში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად - ირაკლი კობახიძე

მომდევნო წლებში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობი
მომდევნო წლებში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ არჩევნების მეორე ტური შეაფასა და თქვა, რომ მმართველ პარტიას სრული ლეგიტიმაცია აქვს. კობახიძე ამბობს, რომ მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, რომელიც მომავალი წლების განმავლობაში უნდა გაამართლონ. 

ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დარჩენილ პერიოდს "ქართული ოცნება"  გამოიყენებს რათა გააკეთოს ყველაფერი საქართველოში მმართველობის ეფექტურობის გასაზრდელად. 

"გაიმარჯვა არამხოლოდ იმ ამომრჩეველმა, რომელმაც მხარი დაუჭირა ჩვენს კანდიდატებს, არამედ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა "ქართული ოცნების" მყარი ლეგიტიმაცია, რომელიც ჩვენ უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს მომდევნო წლების განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთოთ ნდობის გასამართლებლად, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და ახალი ინიციატივების წამოსაწყებად.

ამავდროულად, ჩვენ ვალდებული ვართ ყურად ვიღოთ იმ მოქალაქეების პრეტენზიებიც, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს ჩვენს პარტიას. ბუნებრივია ამგვარი პრეტენზიები ჩვენს მიმართ ჩვენს მხარდამჭერებსაც აქვთ. ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გამოვასწოროთ ის ხარვეზები, რომელსაც ჩვენი მოქალაქეები ხედავენ და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ის, რაც ხალხს "ქართული ოცნების" მმართველობაში მოსწონს. ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მმართველობა საქართველოში მაქსიმალურად ეფექტური გახდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system