თავში

მომზადებულია დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს სპორტი და კულტურა - გახარია

მომზადებულია დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს სპორტი და კულტურა - გახარია
მომზადებულია დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს სპორტი და კულტურა - გახარია

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ დღეს უნდა ვიმსჯელოთ ეხება საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანას. უკვე ყველა ტექნიკური სამუშაო დასრულებულია და გამზადებულია მთავრობის დადგენილება, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს კულტურა, სპორტი და ამას დაემატება ახალგაზრდობის მიმართულება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

„ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ჩვენი კულტურის, ისე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება არის ის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ცხოვრების, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ და ცალკე სამინისტროს, ისევე როგორც სპორტის მიმართულებით, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ ბოლო წლებში ჩვენი სპორტსმენების მიღწევებს, იმსახურებს. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც აქამდე ფუნქციონირებდა მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ, მთავრობის ადმინისტრაციის ზედამხედველობით, ამ დადგენილების თანახმად, გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი,“- განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system