თავში

"მონა რიჟვაძე" - ბუშტების აქცია პარლამენტის წინ - PHOTO

"მონა რიჟვაძე" - ბუშტების აქცია პარლამენტის წინ
მონა რიჟვაძე - ბუშტების აქცია პარლამენტის წინ - PHOTO

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბათუმის მთავრობის სახლთან  გამართულ აქციაზე დაკავებულთა მხარდასაჭერი აქცია-პერფორმანსი გაიმართა.

აქციაზე "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ბუშტები მიიტანა და "მონა რიჟვაძე" დააწერა. პოლიტიკოსის თქმით, აბსურდია, როდესაც ბათუმში პოლიციელები ბუშტებს დასდევენ. ა

"ბათუმში, ჩვენ დღეს ვნახეთ პრაქტიკულად როგორ ახადა ნიღაბი და აჩვენა აბსურდული საქართველოს გმირები მომიტინგეებს. პოლიციელები მიდიოდნენ და ხეთქავდნენ ბუშტებს, თითქოს ეს იყო დანაშაულის იარაღი. რეალურად ჩვენ ძალიან დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე. აქ ვხედავთ რომ ჩვენთან პოლიციელებმა მაქსიმუმ გადაიღონ ეს ბუშტები, მაგრამ არ გვიშლიან ბუშტებით ხელში დგომას ბათუმში კი ამისთვის დიდი ბრძოლა გაიმართა. ვუერთდებით მათ და ვართ სოლიდარულები ამიტომ დავაწერეთ მონა რიჟვაძრ ამ ბუშტებს",- განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ცნობისთვის, ბათუმში, მთავრობის სახლთან გამართულ აქციაზე, მომიტინგეებმა ბუშტები გაუშვეს წარწერით " მონა რიჟვაძე". ამავე აქციაზე დღეს ორი პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system