თავში

,,მონებო"- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

,,მონებო"- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს
,,მონებო- პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს

საქართველოს პარლამენტთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. 

აქციის მონაწილეებს საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელთან „სირცხვილის კორიდორი“ აქვთ მოწყობილი. აქტივისტებმა პარლამენტის შესასვლელთან ყვავილები დაყარეს. 

„მონებო", - სწორედ ამ შეძახილებით აცილებენ ისინი დეპუტატებს პარლამენტში. აქციაზე პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე დაპირისპირებაც მოხდა. 

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, 31 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. მათი მოთხოვნაა დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

პარლამენტის შენობის შესასვლელებთან მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ცნობისთვის, დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system