თავში

მოსახლეობა წინააღმდეგია და ჩვენ იძულებულნი ვართ, ანგარიში გავუწიოთ - ღარიბაშვილი მარშზე

მოსახლეობა წინააღმდეგია და ჩვენ იძულებულნი ვართ, ანგარიში გავუწიოთ - ღარიბაშვილი მარშზე
მოსახლეობა წინააღმდეგია და ჩვენ იძულებულნი ვართ, ანგარიში გავუწიოთ - ღარიბაშვილი მარშზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა 5 ივლისს დაგეგმილი ღონისძიების წინააღმდეგი იყო, ხოლო ხელისუფლება, იძულებულია უმრავლესობის აზრს დაემორჩილოს. 

„შევახსენებ საზოგადოებას, რომ მანამდე, 3 წლის განმავლობაში აბსოლუტურად ყოველგვარი შეფერხების გარეშე ისინი იკრიბებოდნენ და აღნიშნავდნენ ამ კვირეულს. არავითარი შეფერხება, არავითარი აგრესია არ ყოფილა. პოლიციამ ყველაფრის პრევენცია მოახდინა. მაგრამ როდესაც ჩვენი მოსახლეობის 95% დემონსტრაციულად პროპაგანდისტული მარშისა თუ აღლუმის ჩატარების წინააღმდეგია, ამას ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ეს არის ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრი და ჩვენ როგორც ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ვართ იძულებულნი, რომ ამას ანგარიში გავუწიოთ. ისე აღარ იქნება, როცა ხელისუფლება ყოველთვის წყვეტდა უმრავლესობის ბედს, როცა მათი ძალადობრივი ხელწერით ნებისმიერ გადაწყვეტილებას ღებულობდნენ საქართველოში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ გამოხატვის უფლება დაცული ყოფილიყო.

„ჩვენმა ხელისუფლებამ მიიღო ანტიდისკრიმინაცული კანონი, იმისთვის რომ აღმოიფხვრას ნებისმიერი დისკრიმინაცია, ნებისმიერი ფორმით და ჩვენს მოქალაქეებს არანაირი პრობლემა არ აქვთ განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების მიმართ ჩვეულებრივ, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მაგრამ როდესაც ხდება პროვოკაციული, პოლიტიკური მიზნით, ამ ყველაფრის ორგანიზება, რა თქმა უნდა ეს არის მიუღებელი და ამას ჩვენ შევეწინააღმდეგებით, ვინაიდან ვიცით რა დგას ამ მიზნის უკან - ამის უკან დგას პოლიტიკური მიზანი, სხვა არაფერი“, - დასძინა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system