თავში

მოსახლეობის 62% ვადამდელი არჩევნების მომხრეა - Edison Research

მოსახლეობის 62% ვადამდელი არჩევნების მომხრეა - Edison Research
მოსახლეობის 62% ვადამდელი არჩევნების მომხრეა - Edison Research

Edison Research-ის ახალი კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 62%-ს უნდა, რომ ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს.

38% კი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წინააღმდეგია.

19 აპრილს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით ხელმოწერილ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ თუკი "ქართული ოცნება" თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, მაშინ საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება.

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. მათ შორის, 800 თბილისში, 700 დედაქალაქს გარეთ. კვლევა 7 - 19 ივნისის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system