თავში

მოსახლეობის რამდენი პროცენტი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას - Edison Research

მოსახლეობის რამდენი პროცენტი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას - Edison Research
მოსახლეობის რამდენი პროცენტი აპირებს არჩევნებში მონაწილეობას - Edison Research

Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, მოსახლეობის 92% ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად", ან "სავარაუდოდ" მიიღებს.

შედეგების თანახმად, პასუხები კითხვაზე, რამდენად სავარაუდოა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ, შემდეგნაირად ნაწილდება:

76% არჩევნებში მონაწილეობას "აუცილებლად მიიღებს";

16% არჩევნებში მონაწილეობას "სავარაუდოდ მიიღებს";

3% არჩევნებში მონაწილეობას "ნამდვილად არ მიიღებს";

3% "სავარაუდოდ არ მიიღებს".

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 12 სექტემბრიდან - 25 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 1500 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. კვლევის ცდომილების ფარგლები +/-3%-ია 95%-იანი სანდოობის დონისთვის. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system