თავში

მოსალოდნელია ახალი ვარიანტების გავრცელება - ჯანმოს დირექტორი

მოსალოდნელია ახალი ვარიანტების გავრცელება - ჯანმოს დირექტორი
მოსალოდნელია ახალი ვარიანტების გავრცელება - ჯანმოს დირექტორი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი ყველაზე გადამდები ვარიანტია დღემდე გამოვლენილი ვარიანტებიდან. მისივე პროგნოზით კორონავირუსის ახალი ვარიანტების გავრცელება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ვირუსი ვითარდება.

"დელტა ვარიანტი ყველაზე გადამდები ვარიანტია დღემდე გამოვლენილი ვარიანტებიდან. იგი გამოვლენილია, სულ მცირე, 85 ქვეყანაში და სწრაფად ვრცელდება არავაქცინირებულ ადამიანებს შორის. თუმცა ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ახალი ვარიანტების წარმოქმნა კორონავირუსის გადაცემის პრევენციით. ეს საკმაოდ მარტივია: მეტი გადაცემა, მეტ ახალ ვარიანტს ნიშნავს. ნაკლები გადაცემა - ნაკლებ ვარიანტს“, - განაცხადა მან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system