თავში

მოსამართლეების დანიშვნით "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება დაარღვია - ანა ნაცვლიშვილი

მოსამართლეების დანიშვნით "ქართულმა ოცნებამ" შეთანხმება დაარღვია - ანა ნაცვლიშვილი
მოსამართლეების დანიშვნით ქართულმა ოცნებამ შეთანხმება დაარღვია - ანა ნაცვლიშვილი

ფრაქცია "ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნით „ქართულმა ოცნებამ“ შეთანხმება დაარღვია და ახლა სანქციების რისკის წინაშე დგას.

"შარლ მიშელის ჩამოსვლას "ქართული ოცნება" ხვდება დარღვეული შეთანხმებით და გატეხილი პირობით, რაც ძალიან დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამაზე ერთადერთი პასუხისმგებელია „ქართული ოცნება“. პირდაპირ ჩაწერილი პუნქტია, რომელიც ითვალისწინებდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატურების არგანხილვას პარლამენტში რეფორმის ჩატარებას და მხოლოდ ამის შემდეგ საკადრო გადაწყვეტილებების მიღებას, ეს წერია შავით-თეთრზე შეთანხმებაში და სწორედ ეს პუნქტი უხეშად დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“. ამ პერიოდის განმავლობაში ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" პარლამენტში დავაინიცირეთ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობდა კანდიდატების არჩევის შეჩერებას, ამავე დროს დაწყებულიყო რეფორმები და ამ რეფორმების მიმდინარეობის პროცესში არც ერთ სასამართლო ინსტიტუციას არ შექმნოდა პრობლემა. ამ კანონპროექტის განხილვა მოვითხოვეთ დაჩქარებული წესით და არათუ დაჩქარებული წესით განიხილა, "ქართულმა ოცნებამ" საერთოდ გადაავადა მისი განხილვის დაწყებაც კი. „ლელომ“ ასევე მოამზადა სრულყოფილი ხედვა, თუ როგორ უნდა განხორციელდეს სასამართლო რეფორმა შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე, ჩვენი მოთხოვნით შეიქმნა რეფორმაზე მომუშავე ჯგუფი პარლამენტს შიგნით, ამ ჯგუფს ჩვენი ხედვა წარვუდგინეთ, მაგრამ არათუ არ განიხილა ეს, არამედ მეორე შეხვედრა არც კი მოუწვევია. ჩვენ ყველა ნაბიჯი გადავდგით, რომ შეთანხმება შესრულებულიყო და არაერთხელ გავაფრთხილეთ „ქართული ოცნება“, რომ პირობის გატეხვა და შეთანხმების არშესრულება იქნებოდა ძალიან მძიმე შედეგების მქონე როგორც ქვეყნისთვის, ასევე კონკრეტული პოლიტიკური ძალისთვის და მოსამართლეებისთვის, რომლებიც დღეს დგანან სანქციების რეალური რისკის წინაშე. მიუხედავად ამისა, „ქართულმა ოცნებამ“ ამ ყველაფერს გადაუსვა ხაზი და სასამართლო რეფორმას ფაქტობრივად, გამოუცხადა ომი, რომლის საჭიროებაზეც თავად მოაწერა ხელი 19 აპრილის შეთანხმებაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, მოვიდეს გონს და დარჩენილი პუნქტების შესრულება უზრუნველყოს ძალიან სწრაფ და ზედმიწევნით რიტმში, სხვა შემთხვევაში, ძალიან მძიმე იქნება შედეგები, რომელსაც მოიმკის ჩვენი ქვეყანა შარლ მიშელის დოკუმენტის დარღვევის გამო,"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system