თავში

მოსამართლემ სერგო რატიანი სასამართლოს დარბაზიდან გააძევა

მოსამართლემ სერგო რატიანი სასამართლოს დარბაზიდან გააძევა
მოსამართლემ სერგო რატიანი სასამართლოს დარბაზიდან გააძევა

სასამართლოს დარბაზიდან, სადაც 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს, პარლამენტის დეპუტატი და "ევროპული საქართველოს" წევრი სერგო რატიანი გააძევეს. 

დარბაზიდან გამოსულმა რატიანმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მოსამართლემ დარბაზიდან ღიმილის გამო გააძევა. 

"მოსამართლემ ღიმილის გამო დარბაზიდან გამომაგდო. მსგავსი მიზეზი არასოდეს მომისმენია, მოსამართლისგან. ჩემამდე ერთი ადამიანი ტაშის გამო გამოაძევეს. პროცესი კი მიმდინარეობს, არ ვიცი რა გადაწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე" - განაცხადა სერგო რატიანმა. 

თბილისის საქალაქო სასამართლო 18 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებული 6 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ირაკლი ნადირაძის, გიგა მაქარაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ირაკლი კაჭარავას, დავით მჟავანაძისა და პაატა სოსანაშვილის საქმეებს განიხილავს.

დაკავებულების მიმართ გამოძიება ადმინისტრაციული ხულიგნობის და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით მიმდინარეობს, რაც 15 დღით თავისუფლების აღკვეთას ან ფინანსურ სანქციას გულისხმობს.

სასამართლო ასევე დღეს იმსჯელებს აქციაზე დაკავებული სხვა პირების საქმეებზეც. საპროტესტო აქციის დაშლისას სულ 37 პირია დაკავებული.

დაკავებულების სასამართლო გუშინ დაიწყო, თუმცა რამდენჯერმე გადაიდო, შემდეგ კი გვიან ღამემდე გაგრძელდა. საქალაქო სასამართლომ აქციაზე დაკავებული 6 პირი დროებით გაათავისუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system