თავში

მოსახლეობის რამდენი პროცენტი აფასებს ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად - IRI-ის კვლევა

მოსახლეობის რამდენი პროცენტი აფასებს ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად - IRI-ის კვლევა
მოსახლეობის რამდენი პროცენტი აფასებს ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI-ის) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 51% ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად აფასებს. 23% - ძალიან ცუდად, 28% - უფრო ცუდად, ვიდრე კარგად.

კვლევის მიხედვით, 38% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მუშაობა დამაკმაყოფილებელია, მოსახლეობის 7%-ს მიაჩნია, რომ მთავრობა კარგად მუშაობს, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

IRI-ის კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა 1500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის.

ცდომილების ზღვარი +/-2.5%-ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system