თავში

მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ - პრემიერი

მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ - პრემიერი
მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესი გრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგება.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამოსავალი უნდა მოიძებნოს, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესების ხარჯზე.

,,მინდა გითხრათ, რომ პროცესი გრძელდება. ხვალ კიდევ გვექნება დიალოგის შესაძლებლობა. მინდა ცხადად განვაცხადო, მოწოდებული ვართ, რომ გამოსავალი ვიპოვოთ, მაგრამ ეს არ მოხდება სახელმწიფოს ინტერესის ხარჯზე. ჩვენ ვართ მზად სამართლიანი გადაწყვეტილება იქნას მიღებული, ეს უნდა იყოს ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები კომპრომისი. 

ჩვენ ღიად ვთქვით რა არის ჩვენი პოზიცია. ბატონ შარლ მიშელს გავუზიარე ჩვენი პარტიის პოზიცია, მან ყურადღებით მოისმინა ჩვენი შეთავაზებები. ოპოზიცია ბოლო დღეების განმავლობაში დესტრუქციული მანერით ცდილობს, ხელი არ შეუწყოს დიალოგის პროცესს.

იმედი მაქვს, ოპოზიცია კონსტრუქციულ დიალოგს გააგრძელებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს დღეს ორჯერ შეხვდა. 

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში დღეს დაიწყო და 17 მარტამდე გაგრძელდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system