თავში

მოწევას თავი დაანებეთო - რა პირობები წაუყენა ჯაფარიძემ თანაპარტიელებს

მოწევას თავი დაანებეთო - რა პირობები წაუყენა ჯაფარიძემ თანაპარტიელებს
მოწევას თავი დაანებეთო - რა პირობები წაუყენა ჯაფარიძემ თანაპარტიელებს

"გირჩის" წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ მათ 2 დღის წინ პირობები წაუყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო მოწევისთვის თავის დანებება. 

მეგრელიშვილი ცენზურაზეც საუბრობს.

„ოთხივეზე, ცხადია, ვუთხარი, რომ ჩემთვის მიუღებელია. ამას მოჰყვა შემდეგ ის ქმედებები ზურას მხრიდან. მაგალითად, მოგვთხოვა, რომ დავქვემდებულიყავი ცენზურას, ვიღაცას შევუთანხმო, რა თემებზე ვისაუბრო და რა თემაზე არ ვისაუბრო, სენსიტიურ თემებზე შეწყვიტეთ საუბარიო. შესაძლოა, ამის ერთ-ერთი საბაბი იაგოს განცხადება იყო, თუმცა ძირითადი მიზეზი არ ყოფილა.

კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ პარტიის მმართველობას ჩამოვცილებოდით, ახსნა-განმარტებები არ ყოფილა, უბრალოდ მოთხოვნები იყო. კიდევ ერთი მოთხოვნა იყო, რომ მოწევას თავი დაანებეთო, თუმცა სანდრო რაქვიაშვილი არც სიგარეტს ეწევა და არც „პლანს“, არ ვიცი, ამის მიზეზი რა იყო, ზურა ჯაფარიძეს რომ ნახავთ, ჰკითხეთ.

მეოთხე მოთხოვნა იყო, რომ ადამიანებთან ნორმალურად გვესაუბრა.

რეალურად ეს იყო მოთხოვნები, რომელსაც არ შეიძლებოდა სერიოზული საფუძველი ჰქონოდა და სერიოზულად ვერ აღიქვამდი, შესაბამისად, ველოდით ზურა ჯაფარიძისგან, რომ მეტი განმარტება გააკეთოს. ჩვენ სამნი, ვისაც ის მიმართავს, არჩეული პარლამენტის წევრები ვართ, შეიძლება ის თვლის, რომ მისი დამსახურებით ვართ არჩეული, მაგრამ ამას შემდეგი არჩევნები აჩვენებს“, - ამბობს მეგრელიშვილი. 

შეგახსენებთ, დღეს "გირჩის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის პარტიულ თანამშრომლობას წყვეტს იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და ალექსანდრე რაქვიაშვილთან. მისი მტკიცებით, აღნიშნული გადაწყვეტილება იაგო ხვიჩიას ფეისბუქ სტატუსებს არ უკავშირდება.

თუმცა, 3 დეკემბერს, ზურაბ ჯაფარიძემ აღიარა, რომ იაგო ხვიჩიას განცხადებებით "გირჩს" ზიანი მიადგა.

ცნობისთვის, "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სოციალურ ქსელში კომენტარი დაწერა, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთა გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიის შეძენა, შენახვა, ფლობა, სარგებლობის მუხლით პირის დაკავებას გამოემაურა.

"ანუ? პორნო გადმოწერა, დაასეივა, ერთხელაც გადაწყვიტა ესარგებლა და დაიჭირეს? სულ გააფრინეს". - დაწერა მან.

აღნიშნულ კომენტარს, სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა.

განცხადება გაავრცელა გირჩის თანამფუძნებელმაც. ნინო დარსაველიძე იაგო ხვიჩიას განცხადებების გამო დამფუძნებელთა საერთო კრების მოწვევას ითხოვს.

დღეს ასევე განცხადება გაავრცელა პოლიტიკური ცენტრ "გირჩის" და "გირჩი TV-ს" დამფუძნებელმა გოგა ხაჩიძემ. ხაჩიძე აცხადებს, რომ "გირჩი" არის უნიკალური იდეა და მთავარი ადამიანი ამ იდეის გარშემო ზურაბ ჯაფარიძეა.

გოგა ხაჩიძე მიიჩნევს, რომ იაგო ხვიჩია, ვახო მეგრელიშვილი და ყველა ადამიანი, ვინც ამას არ ეთანხმება, "გირჩიდან" უნდა წავიდნეს.

"გირჩში" მიმდინარე პროცესებს გოგა ხაჩიძე დღეს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა და მან ზურაბ ჯაფარიძეს მხარდაჭერა გამოუცხადა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system