თავში

პრემიერი: ოკუპაცია გამოწვევად რჩება

პრემიერი: ოკუპაცია გამოწვევად რჩება
პრემიერი: ოკუპაცია გამოწვევად რჩება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2019 წელი შეაჯამა. მისი თქმით, ქვეყნის ოკუპაცია მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.

,,წლევანდელი წელი იყო საკმაოდ დატვირთული, როგორც გამოწვევებით, ასევე მიღწევებით. სამწუხაროდ დღემდე, ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ოკუპაცია. დღემდე საქართველო ტერიტორირების 20%-ით არის ოკუპირებული და ეს არის უკიდურესად მნიშვნელოვანი შეზღუდვა, 20%-ით შეზღუდვა ჩვენი ადამიანური კაპიტალის განვითარების და ქვეყნის პოტენციალის შემდგომი განვითარების. მნიშვნელოვანია თითოეულ ჩვენგანს გვახსსოვდეს, რა წინააღმდეგობებს ხვდებიან ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. საბედნიეროდ მშვიდობით დასრულდა ქართველი ექიმის უკანონო პატიმრობა, თუმცა თითოეულ ჩვენგანს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მოქალაქეები საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ყოველდღიურად ხვდებიან ამ წინააღმდეგობებს და დღეს სამწუხაროდ, ახალგორელებისთვის სრულად არის შეზღუდული გადაადგილების თავისუფლება და ეს არის ჰუმანიტარულურად უმძიმესი მდგომარეობა. ჩვენი ქვეყნის, მთავრობის, მოქალაქეების პასუხი ამ უაღრესად მძიმე გამოწვევაზე გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, 70%-ზე მეტი ერთხმად უჭერს მხარს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system