თავში

"მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას" - სალომე ზურაბიშვილი

"მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას" - სალომე ზურაბიშვილი
მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლაფ შოლცს გერმანიის კანცლერად არჩევას ულოცავს და მას წარმატებებს უსურვებს.

"გულწრფელად ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ოლაფ შოლცს, რომელმაც გერმანიის კანცლერის მოვალეობების შესრულება დაიწყო. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რათა ჩვენი კავშირები უფრო განვამტკიცოთ და ევროინტეგრაციისკენ მიმავალი საქართველოს ურყევი გზა გავაძლიეროთ", – წერს სალომე ზურაბიშვილი.

ამასთან, პრეზიდენტი ანგელა მერკელთან დაკავშირებითაც წერს:

"ჩემთვის დიდი პატივი იყო ანგელა მერკელთან მუშაობა იმ წლებში, როდესაც ის კანცლერის მოვალეობებს ასრულებდა. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოსა და გერმანიას შორის კავშირები ექსპონენტურად გაიზარდა. მისი როლი ევროპის გაძლიერებაში კარგად დაგვამახსოვრდება და ვიმედოვნებ, რომ ის გააგრძელებს ქალი ევროპელი ლიდერების მომავალი თაობის შთაგონებას", - წერს საქართველოს პრეზიდენტი Twitter-ზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system