თავში

,,მოვესწრები, ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ,,ქართული ოცნება" - ივანიშვილი

,,მოვესწრები, ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ,,ქართული ოცნება" - ივანიშვილი
,,მოვესწრები, ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ,,ქართული ოცნება - ივანიშვილი

პოლიტიკიდან წასვლის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პირველ სატელევიზიო ინტერვიუს საზოგადოებრივ მაუწყებელს აძლევს, რომელიც ეთერში დღეს გავა.

ივანიშვილი ამბობს, რომ აღარ აპირებს გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას და ამასთან, წყვეტს საჯაროობას.

,,ალბათ ბოლო ინტერვიუ იქნება თქვენთან. 

რაც შემეძლო გავაკეთე და რაღაზე მოვდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე, თუ სწორად ვერ გავაკეთე უკან რაღატო უნდა გავიქაჩო. 

ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას.

ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ და მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც.

უახლოეს 4-5 წელში ,,ქართულ ოცნებას" არაფერი მოუვა და ,,ქარაქუცა პარტიებით" ის ვერ ჩანაცვლდება.

უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება.

,,ღმერთმა მომასწროს და მოვესწრები, რა თქმა უნდა ამას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს ქართული ოცნება", - ამბობს ივანიშვილი გადაცემის ანონსში.

ცნობისთვის, 11 იანვარს, ბიძინა ივანიშვილმა "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის პოსტის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system