თავში

მოვიწვიეთ ექიმების ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას - რატი ბრეგაძე

მოვიწვიეთ ექიმების ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას - რატი ბრეგაძე
მოვიწვიეთ ექიმების ჯგუფი, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მოგაწვდით ინფორმაციას - რატი ბრეგაძე

ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პენიტენციურმა სისტემამ მოიწვია ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და მას სათანადო სამედიცინო დახმარებას უწევენ, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ექიმების მოწვეული ჯგუფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის ყოველდღიურ რეჟიმში.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინები, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყოველდღიურად, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას. ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას“, - განაცხადა მინისტრმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system