თავში

მოვუწოდებ პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება - ვაშაძე

მოვუწოდებ პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება - ვაშაძე
მოვუწოდებ პრეზიდენტს, გამოიყენოს ვეტოს უფლება - ვაშაძე

მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს, დაადოს ვეტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებას, – ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა განაცხადა. 

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, პარლამენტში შეიტანენ საკანონმდებლო ინიციატივას და კანონის ხელახლა მიღებას მოითხოვენ. 

"ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ყველასთვის ცნობილია. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს ამ კანონთან დაკავშირებით გამოიყენოს ვეტოს უფლება, რადგან ეს არის ანტიდემოკრატიული კანონი. ჩვენ როგორც კი შევალთ პარლამენტში სრულფასოვნად, დაუყოვნებლივ შევიტანთ საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც მოვითხოვთ ამ ცვლილებების გაუქმებას. თუ ეგონა „ქართულ ოცნებას“, რომ თავს აარიდებდა ფართო ოპოზიციურ დისკუსიას პარლამენტში, ეს არ გამოუვა. ჩვენი საკანონდებლო ინიციატივის შედეგად, მათ ვალდებულება ექნებათ, მოვიდნენ პარლამენტში და დაგვისაბუთონ, რატომ მიიღეს ასეთი ანტიდემოკრატიული კანონი. ყველანაირად შევეცდებით, ვაიძულოთ ხმა მისცენ ხელახლა ამ კანონს და უკან დაბრუნდეს ის ცვლილებები რაც იყო", – განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ ადმინისტრაციული კოდექსის კანონმდებლობის შესახებ განცხადება გაავრცელა.

როგორც დიპლომატიურ უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებების ნაჩქარევად მიღების გამო იმედგაცუებულნი არიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system